ბიუჯეტის წარდგენის ვადა ხვალ იწურება

13 ნოე 2017

საკრებულოებში მთავარი ფინანსური დოკუმენტის წარდგენის ვადა ხვალ იწურება. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს დღის ბოლოს გადაუგზავნის ქობულეთის მერია.  

პირველადი პროექტით ბიუჯეტი 26 მილიონს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით  8 მილიონით შემცირებულია.   მერიის   ინფორმაციით, პრიორიტეტები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება, რომლისთვისაც 13 მილიონია გათვალისწინებული.

3 მილიონზე მეტი განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით დაიხარჯება, ერთი მილიონი კი ჯანდაცვისა და სოციალური სფეროსთვისაა გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი აჭარის მთავრობისგან ტრანსფერის სახით 13 მილიონს ლარს მიიღებს.