ქედაში, დანდალო-არძენაძეების ერთკილომეტრიანი გზის მოასფალტება დასრულდა

14 ნოე 2017

ქედაში, დანდალო-არძენაძეების  ერთკილომეტრიანი გზის მოასფალტება დასრულდა. სამუშაოებისთვის 372 ათას ლარი დაიხარჯა.  აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ქედაში მიმდინარე წლის გეგმა თითქმის შესრულებულია. დარჩენილია მხოლოდ ექვსი პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.