14 ნოე 2017
ევროპარლამენტმა ევროკავშირის ასოცირებული წევრების საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ მიღწეული წარმატებების საპასუხო ნაბიჯი უნდა გადადგას. ამას ის რეზოლუცია ითვალისწინებს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ცხრა დღით ადრე, ევროპარლამენტმა მიიღო.
დოკუმენტს 519-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებამ ოპოზიცია და მმართველი გუნდი გააერთიანა.