აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრის ბიძგები საქართველოში იგრძნობოდა

15 ნოე 2017

დღეს, აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 130-140 კმ დაშორებით მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის მცირედი ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრის ცვლის ოპერატორის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.9 მაგნიტუდა იყო.