ქობულეთის ბიუჯეტის პროექტი

15 ნოე 2017

ქობულეთის ბიუჯეტის საჯარო განხილვა 21 ნოემბერს გაიმართება. ამის შემდეგ მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე მსჯელობას ახალი მოწვევის საკრებულო დაიწყებს. პროექტით ბიუჯეტი 25  მილიონ 387 ათას შეადგენს რაც გასულ წელთან შედარებით 8 მილიონით შემცირებულია. პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლისთვისაც 13 მილიონია გათვალისწინებული.
 

3 მილიონზე მეტი განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით დაიხარჯება, ხოლო ერთი მილიონი ჯანდაცვისა და სოციალური სფეროსთვისაა გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი აჭარის მთავრობისგან ტრანსფერის სახით 13 მილიონს ლარს მიიღებს.