ცვლილება შრომის ანაზღაურების კანონში

15 ნოე 2017

პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს  განიხილავს.საუბარია დანამატისა და ე.წ. ჯილდოს გაცემაზე. სახელფასო დანამატის ზღვრული ოდენობა, ვერ გადააჭარბებს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდოს შემთხვევაში წლიური ანაზღაურების 10% საპარლამენტო უმრავლესობაში საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია აქვთ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რეგულაციის მიღმა რჩებიან ძალოვანი უწყებები, რაც მათ ანაზღაურებას უკონტროლოდ ტოვებს.