თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი დაასრულა

16 ნოე 2017

ლევან იზორია აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა.  თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და უშიშროების საბჭოს მდივანმა აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების გზებსა და ამ პროცესში საქართველოს როლზე.