ცვლილებები სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით ჩავარდა

22 ივნ 2016

სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ პროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა. ”ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ასეთი ქმედებაზე ფულადი სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა, მხარი მხოლოდ 22-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 9 წევრმა იყო. საკანონმდებლო ინიციატივა ”რესპუბლიკელ” დეპუტატებს თამარ კორძაიას და თამარ ხიდაშელს ეკუთვნოდათ.