საზღვაო აკადემიის სტუდენტები ანაკლიის პორტში დასაქმდებიან

16 ნოე 2017

ანაკლიის განვითარების კონსოლციუმის წარმომადგენლები ბათუმის საზღვაო აკადემიის ბაზაზე თანამშრომლების გადამზადებას  გეგმავენ.  ამის შესახებ დღეს ბათუმში გამართული შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.

საზღვაო აკადემიაში ანაკლიის პორტში მომუშავე ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი მათთვის აკადემიაში არსებული ტექნიკური ბაზის გაცნობაა. შეხვედრისას მხარეებმა აკადემიის სტუდენტების  პორტში შესაძლო დასაქმებაზეც ისაუბრეს.