ხულოს მერის 2 მოადგილის პოსტი ვაკანტურია

17 ნოე 2017

ხულოს მერის ორი მოადგილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.  გოჩა მელაძის განმარტებით, მათი ვინაობა კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ხულოს ახალმა მერმა ამ ეტაპზე მხოლოდ პირველი მოადგილე დანიშნა - ლაშა ბოლქვაძე აქამდე ხულოს გამგებლის პირველი მოადგილე იყო გარკვეული პერიოდი იგი გამგებლის მოვალეობასაც ასრულებდა.