მოსახლეობის მოთხოვნა

17 ნოე 2017

ქობულეთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები და მძღოლები   გზიდან ბეტონის ფილების აღებას ითხოვენ. მოსახლეობა ხმაურს უჩივის, მძღოლები კი ამბობენ, რომ ფილების გამო მანქანები ხშირად ზიანდება. 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით,  ფილები  პერიოდულად სწორდება, მომავალი წლისთვის კი  მათი  ასფალტის საფარით ჩანაცვლებაა დაგეგმილი.