ხვალ 15 საათზე გამართავს პირველ სხდომას ქობულეთის საკრებულო

18 ნოე 2017

ხვალ 15 საათზე გამართავს პირველ სხდომას ქობულეთის საკრებულოც. სხდომას ოლქის თავმჯდომარე გახსნის. აქაც დეპუტატები თავმჯდომარესა და მოადგილეს აირჩევენ, დაკომპლექტდება კომისიები და ფრაქციები.

ქობულეთის საკრებულო 37 წევრიანია.  ქართული ოცნებას 29 წევრი ჰყავს, 6 ნაციონალური მოძრაობიდან, ხოლო თითო წევრი პატრიოტთა ალიანსისა და პარტია ევროპული საქართველოდან.