პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა

18 ნოე 2017

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ,,ცერემბრალური დამბლით და ადრეული განვითარების“ პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის საკონპენსაციო თანხა  4 ათასი ლარით გაიზარდა.

პროგრამის ხარჯების ზრდა ბენეფიციალთა მატებამ გამოიწვია. ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით 44 ბენეფიციალი უკვე სარგებლობს. წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროგრამისთვის 54 ათასი ლარი დაიხარჯება.