ამერიკელი რეჟისორი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში

19 ნოე 2017

ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. დევიდ ლინჩის ფონდი 2005 წელს აშშ-ში თავად ამერიკელმა რეჟისორმა დააარსა.