საბავშვო ევროვიზია

19 ნოე 2017

დღეს საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია გაიმართება. ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია 18:30 საათზე  დაიწყება. ღონისძიებაში 16 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

გაიმართება კენჭისყრა ფესტივალის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობის გამოსავლენად. იმღერებენ სხვადასხვა წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლები და გამარჯვებულები. კონცერტს გამართავს სუხიშვილების ახალი თაობაც.