დღეს მთავარანგელოზობაა

20 ნოე 2017

დღეს მთავარანგელოზობაა.  დღესასწაულთან დაკავშირებით  ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. საღვთო წერილის მიხედვით, ანგელოზები ხილულ სამყაროზე ადრე შეიქმნენ და მინიჭებული აქვთ სხვადასხვა მსახურების მადლი. ანგელოზების დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი.