სარფში საბრძოლო ვაზნები აღმოაჩინეს

21 ნოე 2017

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ,,სარფის“, საბაჟო გამშვებ პუნქტში საბრძოლო ვაზნების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ხელბარგის დასკანერების შედეგად, 6 ცალი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.