ავტოსაგზაო შემთხვევა

03 აპრ 2016

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო მანქანები შეეჯახა. დაშავდა ერთი ადამიანი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ინფორმაცით, დაშავებული ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.