ტერიტორიაზე მოსახლეობას ამ დრომდე არ უშვებენ

22 ნოე 2017

 ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოსახლეობისაგან კვლავ დაცლილია. სპეცოპერაციის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს სახლებში ჯერ არ უშვებენ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველებს  დაზიანებული მანქანები გაყავთ.  

ექსპერტ-კრიმინალისტები და ძალოვანი უწყებების  წარმომადგენლები პერიმეტრზე ისევ  რჩებიან. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები  მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.