კვირიკაშვილი: ''ვისაც არ ეზარება გახდა ამ საქმის ექსპერტი''

22 ნოე 2017

“ვისაც არ ეზარება, გახდა ამ საქმის ექსპერტი და კარგად მცოდნე. მე მგონია, რომ ასეთ სიტუაციებში ცოტა უფრო ღირსეულად უნდა მოვიქცეთ ხოლმე და დავასრულოთ ეს სპეკულაციები” - განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული კითხვებისა და გამოხმაურებების საპასუხოდ. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს.