არგენტინაში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს კვლავ ეძებენ

22 ნოე 2017

არგენტინაში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის სამძებრო ოპერაცია კრიტიკულ ფაზაში შევიდა. ,,სან ხუანთან" კონტაქტი, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფებოდა, ბოლოს ერთი კვირის წინ დამყარდა.


ხომალდზე მხოლოდ 6 დღისთვის საკმარისი რაოდენობის ჟანგბადია. სან ხუანი მარ დელ პლატას პორტიდან 15 ნოემბერს გავიდა და გარკვეული დროის შემდეგ განგაშის ავარიული სიგნალი გადასცა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატებიც. მალე მაშველებს, შესაძლოა, რუსული ძალებიც შეუერთდნენ.