გამოძიება სახანძრო წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს

24 ნოე 2017

გამოძიება სახანძრო წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის ფაქტზე დაწყებულ გამოძიება გადააკვალიფიცირა და ფაქტის გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით დაიწყო. რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება-განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.