25 ნოე 2017
სასტუმრო “ლეოგრანდთან” მოქალაქეებმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ სიმბოლურად სასტუმროს მთავარ შესასვლელთან სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს. თანაგრძნობა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მოქალაქეებმა ამ ფორმით გამოუცხადეს.