ილია ვერძაძე შრომის უსაფრთხოებაზე

25 ნოე 2017

აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარის განცხადებით, „ლეოგრანდში“ მომხდარზე პასუხისმგებლობაზე საუბარი ნაადრევია. იგი გამოძიების დასრულებას ელოდება.

ილია ვერძაძის ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სამშენებლო სფერო დარეგულირებული იყო და მოქმედი ხელისუფლება ცდილობს როგორც საკანონმდებლო ბაზის, ასევე - მისი აღსრულების მონიტორინგის ეფექტურ განხორციელებას. დასტურად მას სამშენებლო სფეროში გამკაცრებული საკანონმდებლო მოთხოვნები მოჰყავს.