40 მილიონიანი ინვესტიციით აშენებული სასტუმრო

25 ნოე 2017

სასტუმრო “ლეოგრანდი” ბათუმში 2015 წლის 7 ივნისს ექსპრემიერმა გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ  40 მილიონიან ინვესტიციას  წარმატებული პროექტი უწოდა. სასტუმრო ხუთვარსკვალავიანია და მაღალი კლასის ტურისტულ ობიექტთა ჩამონათვალშია.

ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს  2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, მას ყადაღა დაედო, თუმცა იმავე წელს სასტუმრო გრანდიოზულად გაიხსნა. ობიექტი  ქალაქის მერიამ,  გიორგი ერმაკოვის მერობის პროცესში ჩაიბარა.