“მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოსაც”- ზვიად ელიზიანი

25 ნოე 2017

ტურიზმის საკითხებში ექსპერტი ზვიად ელიზიანის განცხადებით, „ლეოგრანდში“ მომხდარზე პასუხისმგებლობა სასტუმროს მენეჯმენტთან ერთად, ეკისრება როგორც კერძო სექტორს, ასევე - სახელმწიფოს.

ექსპერტის განმარტებით, უნდა გადაიხედოს ტურიზმის სექტორში დამკვიდრებული ლიბერალური მიმართულება. მისი ინფორმაციით, არცერთ ევროპულ ქვეყანაში თვითდინებაზე არ არის მიშვებული არც სამშენებლო პროცესი და არც ტურიზმი.