25 ნოე 2017
რამდენიმე საათში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ სპეცრაზმელ ვანო გოლოშვილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობს. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს გვიან ღამიდან მიმდინარეობდა. სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.