25 ნოე 2017
ტრაგედიის მესამე დღე ბათუმში დაღუპულებს გლოვობენ. “ლეო გრანდთან” ხალხმრავლობაა. რიგითი ადამიანები და სამაშველო მოქმედებებში მონაწილეები სასტუმროს შენობასთან სანთლებსა და ყვავილებს ტოვებენ.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მოქალაქეებს შენობიდან ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.