ტრაგედია ბათუმში - 11 დაღუპული

25 ნოე 2017

ხვალ საქართველოში ეროვნული დროშები გლოვის ნიშნად დაეშვება. ქვეყანა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. სასტუმროსთან მოქალაქეების ნაკადი არ წყდება.

მათ დაღუპულებისადმი პატივის მისაგებად ადგილზე ყვავილები და სანთლები მიაქვთ.