უკრაინის  პრემიერ – მინისტრის  ვიზიტი

26 ნოე 2017

საქართველოს მთავრობის მეთაურს ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა უკრაინელმა კოლეგამ. ვოლოდიმირ გროისმანმა სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა. ეს განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოკეგასტან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები ერთმანეთს პირისპირ ფორმატში შეხვდნენ. ''მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,- განაცხადა  უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა.  

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა უკრაინას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერისათვის.

საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობები,  სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში აქტიური თანამშრომლობა იყო მთავარი თემები გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საერთო ევროპულ მისწრაფებებსა და გამოწვევებს.