მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

27 ნოე 2017

ახალგაზრდების ტაძრიდან გამოსვენებამდე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს თავდაცვის,  ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებმა, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და რეგიონის სხვა ოფიციალურმა პირებმა. ტაძარში იმყოფებოდა სასტუმრო “ლეოგრანდის“ მფლობელიც, თუმცა მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მომხდარზე ექნებათ მკაცრი რეაგირება დაა გამოძიების შედეგების დადგენის შემდეგ დამნაშავე დაისჯება.