იყო თუ არა სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ჩატაევი?

27 ნოე 2017

ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს ედავებიან ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას დაკავებულს. სააპელაციო სასამართლომ საედ დუდაევის ადვოკატის სარჩელი, აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო.

დუდაევს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი ახმედ ჩატაევია.