''ლეოგრანდში'' საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

28 ნოე 2017

სასტუმრო „ლეოგრანდში“ საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. პროკურატურა მომხდარი ფაქტის ირგვლივ შეგროვებული მტკიცებულებების კვლევას იწყებს.

24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 დაღუპული გუშინ დაკრძალეს. ტრაგედიის ადგილას მოქალაქეებს  ყვავილები კვლავ მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.