დახმარება სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ბინების მეპატრონეებისთვის

30 ნოე 2017

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომელთაც ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, ერთჯერადი დახმარების სახით, 500-500 ლარი გადაეცემათ.

დახმარებას 35 მოქალაქე მიიღებს. ამისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 17 ათას 500 ლარი გამოიყო.