დაპირისპირებისას დაჭრილი მეორე მოზარდი გარდაიცვალა

01 დეკ 2017

თბილისში ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.  მას ცივი იარაღით 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დაღუპულს 3 ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმების განმარტებით პაციენტმა ბევრი სისხლი დაკარგა და შედედების სისტემა დაერღვა.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.