ბათუმი თბილისის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

02 დეკ 2017

ბათუმი - თბილისის საავტომობილო გზაზე, ლანჩხუთის მონაკვეთზე, ტრაილერი გადატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევამ მაგისტრალზე მოძრაობა 2 საათით შეზღუდა.  

ფოტო: გოჩა კვაჭაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  პოლიციამ  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, გზის გახსნას დაახლოებით საათნახევარი დაჭირდება.