აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა - ფორუმი

03 დეკ 2017

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას და რა ღონისძიებებია ჩასატარებელი- ამ საკითხებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ევროპის წამყვან სპეციალისტებთან საუბრობენ. 2018 წლის ბიუჯეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის 14 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლა შედეგიანი მხოლოდ სახელმწიფოს, მეცნიერების, ბიზნესსექტორისა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი.