''ნუ მომკლავ'', ''დღეს ჩვენ დაუცველები ვართ'' - მოსწავლეების გზავნილები

03 დეკ 2017

‘’ნუ მომკლავ’’, ‘’დღეს ჩვენ დაუცველები ვართ’’, შემდეგი შეიძლება მე ვიყო’’, ‘’ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალს’’,  ‘’მე საქართველოს მომავალი ვარ’’ - ეს მოსწავლეების მთავარი გზავნილებია. ისინი 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიან გარჩევასა და ქუთაისში არასრულწლოვანის მკვლელობის ფაქტს, ამ ფორმით  აპროტესტებდნენ. 


სიმბოლური აქცია ქობულეთში, მუნიციპალიტეტის სხვადსხვა საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა. 


აქციაში პედაგოგები და მშობლებიც მონაწილეობდნენ.