ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ბათუმში მოქმედ ადვოკატებს შეხვდა

04 დეკ 2017

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ბათუმში მოქმედ ადვოკატებს შეხვდა. დავით ასათიანმა მათ პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მას 18 წლიანი საადვოკატო გამოცდილება აქვს. ადვოკატებმა ასოციაციის თავმჯდომარე 9 დეკემბერს უნდა აირჩიონ. მას ბოლო 8  წელია ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა.