ცვლილება C ჰეპატიტის ელიმინაციის პორგრამაში 

04 დეკ 2017

 ცე ჰეპატიტის ელიმანაციის პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. სკრინინგული ანალიზის შემდეგ პროგრამაში ჩასართავად საჭირო რაოდენობრივ კვლევას ჯანდაცვის სამინისტრო სრულად დააფინანსებს. სხვა სავალდებულო კვლევები კი ისევ თანადაფინანსების პირობებით: სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 70%-ით, სხვა დანარჩენისთვის კი 30 %-ით დაიფარება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე პროგრამაში 45 ათასამდე მოქალაქეა დარეგისტრირებული, მკურნალობაში 44 000-ზე მეტი ბენეფიაციარი ჩაერთო.  მკურნალობის კურსი კი 38 000-მდე მოქალაქემ დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ს აღწევს.