კონცერტი მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით

24 ივნ 2016

მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების  დასკვნითი ნაწილი  საზაფხულო თეატრში  გაიმართა. გასართობი შოუ პროგრამა მაყურებელს საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა  შესთავაზეს.  შესრულდა ფოლკლორული ნომრებიც. პროფესიული დღე  დარბაზში  შეკრებილ აკადემიის სტუდენტებს ნიკო ბერიძემ მიულოცა  და მათთვის ცნობილი სიმღერების  ქავერები შეასრულა.