სააკაშვილი ძებნილთა სიაში შეიყვანეს

05 დეკ 2017

“ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შს სამინისტროს საიტზე ძებნილთა სიაში შეიყვანეს. შესაბამისი ჩანაწერი ძებნილთა ბაზაში დღეს განთავსდა.

ის ძებნაში 5 დეკემბერს გამოაცხადეს. მიხეილ სააკაშვილი ძებნაში უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა გამოცხადებული, -სააკაშვილი ეჭვმიტანილია: დანაშაულის მცდელობის; პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმების; დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევასა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვის გამო.