ოჯახში ძალადობა - შეხვედრა მოსახლეობასთან

06 დეკ 2017

ოჯახში ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა სოფელ მუხაესტატეს მცხოვრებლებთან გაიმართა. მოსახლეობას  ძალადობის სახეებსა და მისგან დაღწევის გზებზე ინფორმაცია ქობულეთის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა მიაწოდა.

შეხვედრის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ძალადობის შემთხვევების შემცირებაა. ღონისძიება ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ასოციაცია “ღირსეულმა სიბერემ” მოაწყო.