ეუთო-ს 24-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესია

07 დეკ 2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს 24-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში მიიღო მონაწილეობა.საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით მიმართა პლენარული სესიის მონაწილეებს. მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ტომას გრემინგერთან.