ნინო ლომჯარია უფლებამოსილებას შეუდგა - პოლიტიკური შეფასებები

07 დეკ 2017

დღეიდან ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. ერთ-ერთი პირველი საქმე, რომლითაც იგი დაინტერესდება ხორავას ქუჩაძე მომხდარი მკვლელობა იქნება.

პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი 5 წლის ვადით 30 ნოემბერს, 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ აირჩია. სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა პარლამენტს ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებმაც” შესთავაზა. მათი მხრიდან წარდგენილ გიორგი ფოფხაძეს 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 27 დეპუტატი იყო. ყოფილ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა გუშინ ამოეწურა.

ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა პარლამენტში.