მაღალმთიანეთში გადაუღებლად თოვს

07 დეკ 2017

აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს, გამგებლების ინფორმაციით, გუშინ საღამოდან სოფლებში გადაუღებლად თოვს, ცენტრალური გზების გაწმენდა დილიდან მიმდინარეობს, მერიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ტექნიკა სოფლებთან მისასვლელი გზებზეც მუშაობს. ქედაში ერთ-ერთ მაგისტრალზე  მეწყერი ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშოები სამ საათზე მეტია მიმდინარეობს.