მეწყერის გამო რამდენიმე ოჯახი უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს

07 დეკ 2017

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქობულეთშიც. ორმა ოჯახმა განვითარებული მეწყრული პროცესების გამო საცხოვრებელი სახლი დატოვა.

ამის გარდა, მთიდან ჩამოწოლილმა მიწის მასამ გზა ჩაკეტა ჩაქვისთავის მიმართულებით. მდინარე ადიდდა ხალა - გორგაძეების საზღვართან. ელექტრო - ენერგიის და წყლის მიწოდების პრობლემა შეიქმნა ამ მუნიციპალიტეტშიც