პრეზიდენტი: “სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოება”

07 დეკ 2017

სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოება – ასე გამოეხმაურა თბილისსა და წყალტუბოში მომხდარ შემთხვევებს საქართველოს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილმა სამართალდამცველებთან ერთად ამ პროცესებში მოქალაქეების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.