სტიქია აჭარის მაღალმთიანეთში

08 დეკ 2017

დიდთოვლობამ ყველაზე მეტი პრობლემა ხულოში შექმნა, სადაც ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარმა ორ მეტრს მიაღწია.

მაღალმთიანეთში უკვე გამოიდარა და ქედის შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში თემებთან დამაკავშირებელ გზებს წმენდენ.