არასრულწლოვანს პოლიცია ამ დრომდე ეძებს

08 დეკ 2017

ამ დრომდე ეძებენ 17 წლის მოზარდს ქობულეთში სოფელ დაგვაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შეტყობინება უწყებაში გუშინ შევიდა. 

ოჯახის წევრების თქმით, მოზარდი 7 დეკემბერს სკოლაში წავიდა, დირექტორი კი ამბობს, რომ  იმ დღეს მე-12 კლასის მოსწავლე  სკოლაში არ გამოცხადებულა რის შესახებაც სკოლამ ოჯახს  აცნობა. ოჯახის ინფორმაციით  არასრულწლოვანი ბოლოს ორი დღის წინ სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ნახა. ამ დროისთვის შსს-ს სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს.